2025წ. მდგომარეობით მღვდელი მცხეთა-თბილისის ეპარქია
ცერცვაძე თორნიკე (მღვდელი); საპატრიარქოს უწყებანი. - 2012. - 1-6 მარტი. ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ გვ. 7
ხელდასხმა
23 ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს რევაზ ბაიდაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი თორნიკე ცერცვაძე.
საპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.8
ხელდასხმა
18 თებერვალს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა მცხეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი. ლიტურგიაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს თორნიკე ცერცვაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი მალხაზ აფციაური და სახელად დავითი უწოდა. მღვდელი თორნიკე ქვემო ფონიჭალის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.



