2025წ. 27 აპრილს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ირაკლი ცერცვაძეს.
მღვდელი ირაკლი ამავე სოფლის წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ტაძარში იმსახურებს.

წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 1968წ.
დიაკვანი ირაკლი (ცერცვაძე) დაიბადა 1998 წლის 3 ოქტომბერს საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში. მეუღლე − სალომე მაჭარაშვილი.
2004 წელს სწავლა დაიწყო ქალაქ თბილისის 174-ე საჯარო სკოლაში, 2005 წლის თებერვალში კი გადავიდა საჩხერის რაიონის სოფელ სისვაძეების საშუალო, ხოლო მოგვიანებით, 2013 წელს, სოფელ კორბოულის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც დაასრულა 2016 წელს.
2017 წელს დაიწყო წირვა-ლოცვაზე დასწრება სოფელ კორბოულის ძლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც მსახურებას აღავლენს დეკანოზი ნიკოლოზი (მაჭარაშვილი).
2014 წელს შევიდა სოფელ კორბოულის მე-2 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სასულიერო სკოლაში.
2016 წელს, მამა ნიკოლოზის რეკომენდაციითა და მიტროპოლიტ დანიელის ლოცვაკურთხევით, ჩააბარა ა (ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში.
2020 წელს დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე „მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორი ბუნების შესახებ" (ხელმძღვანელი − დეკანოზი გიორგი ქურდაძე).
2022 წლის 8 მაისს, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში მეუფე მიქაელმა აკურთხა დიაკვნად. მსახურობს სოფელ კორბოულის ძლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დეკანოზ ნიკოლოზ მაჭარაშვილთან და პარალელურად ატარებს პარაკლისებს ამავე სოფლის სამ სხვადასხვა (სვიმეონ კანანელის სახელობის მშენებარე, წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის სახელობის) ტაძარში.


ცერცვაძე ირაკლი მღვდელი, კორბოული (საჩხერე) წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ტაძარი 2025წ. მდგომარეობით