
ქავთარაძე მაქსიმე ბერი, კაცხის სვეტის მამათა მონასტერი (V-VI სს.) 2005წ. ჭიათურის და საჩხერის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.70 ფოტო
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 34
ეპარქიაში ფუნქციონირებდა ერთადერთი დედათა მონასტერი – მღვიმევის წმინდა ეკატერინეს სახელობის (ჭიათურა), წინამძღვარი – მონაზონი პარასკევა, ამჟამად იღუმენია პარასკევა (ფაჩუაშვილი). იმ დროისათვის მონასტერში 10 მონაზონი მოღვაწეობდა,
დღეს კი მათი რიცხვი 23-ამდეა გაზრდილი.
მიმდინარეობდა კაცხის სვეტის მამათა მონასტრისა და ჯრუჭის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის აღდგენითი სამუშაოები. აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ბერი მაქსიმე (ქავთარაძე), რომელიც 1997 წელს ბეთანიის მონასტრიდან გადმოვიდა
ჩვენს ეპარქიაში და დამკვიდრდა კაცხის სვეტის მონასტრის ეზოში. სწორედ მამა მაქსიმესა და უშუალოდ მიტროპოლიტ დანიელის ჩართულობითა და მონდომებით აღორძინდა ეს ორი მონასტერი.