2018-2019წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი რუისისა და ურბნისის ეპარქია
2023-2026წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქია
მღვდელმონაზონი ირინეოსი, ნიკოს ძე (შენგელია) დაიბადა 1996 წლის 29 ივნისს ქალაქ ვანში.
2014 წელს წარჩინებით დაასრულა ქალაქ თბილისის Ν99 საჯარო სკოლა.
2015-16 წლებში სწავლობდა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარიაში.
2016 წელს ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიკვეცა მონაზვნად.
2017-2018 წლებში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, დრამის მიტროპოლიტ პავლეს რეკომენდაციითა და წარგზავნით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე, წმინდა პავლეს მონასტერში, სულიერი და ასკეტური ცხოვრების პრაქტიკული შესწავლისთვის.
2018-2019 წლებში შეისწავლა თანამედროვე ბერძნული ენა და მიენიჭა არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი B2 დონე.
2018 წლის, 2 აგვისტოს, ოფიციალურად გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის წარდგინებით.
2018 წლის, 28 აგვისტოს ხელი დაესხა დიაკვნად.
2019 წლის, 13 აპრილს ხელი დაესხა მღვდლად.
2019-2020 წლებში (სწავლის პერიოდში) მსახურობდა თესალონიკში, მსოფლიო საპატრიარქოს, წმინდა ანასტასიას სახელობის სტავროპიგიალურ მონასტერში მწირველ მღვდლად.
ამავდროულად (სწავლის პერიოდში) მსახურობდა თესალონიკის ეპარქიის სხვადასხვა საკათედრო ტაძარში მწირველ მღვდლად (წმ. დიმიტრი თესალონიკელის, წმ. გრიგოლ პალამას, თესალონიკის აგია სოფიას ტაძარში და სხვა...)
2019-2022 წლებში სწავლობდა საბერძნეთში, თესალონიკის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში, სამოძღვრო (პასტორალური) და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე.
მღვდელმონაზონ ირინეოსს მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციასა და სიმპოზიუმში, მათ შორის: გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, უკრაინაში, იტალიაში, ისრაელში, აშშ-ში და ა.შ
მას ეკუთვნის არაერთი თეოლოგიური ნაშრომი ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის:
1. სახარებისეული პასაჟის ინტერპრეტაცია - ,,ქრისტე მეუფის შეხვედრა მდიდარ მებაჟე ზაქესთან”.
2. „თეოლოგიის მნიშვნელობა და მისი გამოხატვის გზა“.
3. „თანამედროვე ოკულტიზმის ნაირსახეობები - მაგია და მართლმადიდებელი ეკლესია“.
4. „ქრისტიანული წესჩვეულებების თეოლოგია (კითხვა-პასუხი)“
5. „ყველაფერი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ“ (თანაავტორი).
ფლობს ქართულ (მშობლიური), ბერძნულ, ძველბერძნულ და ინგლისურ ენებს.
2023 წლის 2 დეკემბრიდან დადგენილია მანჰეტენის, წმ. მარიამ ეგვიპტელის სახელობის ქართული სამრევლოს მოძღვრად ნიუ-იორკში, აშშ.
2024 წლიდან არის ჩრდ. ამერიკის ქართული ეპარქიის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი.
შენგელია ირინეოსი მღვდელმონაზონი; რუის ურბნისის ეპარქია 2020წ. სხვა წყარო ხელდასხმა 2019წ. ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტრი,
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ეპისკოპოს საბას, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მორწმუნე ერის სახელით, ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახურს, მღვდელმონაზონ ირინეოსს (შენგელია) ვულოცავთ მფარველი წმინდანის, წმ. ირინეოს ლიონელის ხსენების დღეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 გაფართოებულ კრებაზე მონაწილე ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის დელეგატთა სია: ტრედველის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მამათა მონასტერი: მღვდელმონაზონი ირინეოსი (შენგელია). ეპარქიის ადმ. საბჭოს წევრი;






